მილანს მადრიდული დუეტი მოუნდა

პაოლო მალდინი მადრიდშია და მალე რეალთან მოლაპარაკებებს გამართავს

მილანს რეალიდან ორი ფეხბურთელის გადაბირება სურს. Calciomercato-ს ინფორმაციით, იტალიელებს ბლანკოსიდან დანი სებალიოსისა და ისკო ალარკონის შეძენა აქვთ მოწადინებული. ცნობილია, რომ პაოლო მალდინი უკვე მადრიდშია და მალე მოლაპარაკებებს გამართავს.

 

მილანმა კიდევ ერთი სეზონი ჩააგდო და ჩემპიონთა ლიგის საგზური კვლავ ვერ მოიპოვა. აქედან გამომდინარე, როსონერი შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრობს. რაც შეეხება სებალიოსსა და ისკოს, ორივე მათგანი გუნდის დატოვების კანდიდატები არიან. ალარკონი უკმაყოფილოა იმ სათამაშო დროით, რაც სამეფო გუნდში ეძლევა და წასვლას არ გამორიცხავს, სებალიოსი კი ზიდანის გეგმებში არ შედის.