დაუშვილმა ანორთოსისი დაადასტურა

ანორთოსისში შესაძლო გადასვლაზე ქართველმა საყრდენმა Leadersport-თან ისაუბრა

ბუბა დაუშვილმა ბოლო სეზონი ჰალადასში გაატარა. ქართველი ნახევარმცველი ამჟამად უგუნდოდაა და ჯერ უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას. ბოლო ინფორმაციით, საყრდენისადმი ინტერესს კვიპროსული ანორთოსისი იჩენს, რომელსაც კვლავ თემურ ქეცბაია უთავკაცებს. აღნიშნულ თემაზე თავად ფეხბურთელს დავუკავშირდით.

 

„დიახ, ანორთოსისიდან ინტერესი მართლაც არის და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, ყველაფერი მალე გაირკვევა,“ - განაცხადა დაუშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ კვიპროსული გუნდის ღირსებას მალე თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ლორიაც დაიცავენ. გუნდში მათ ნიკა კაჭარავა დახვდებათ, რომელიც უკვე ერთი წელია რაც კვიპროსელთა ღირსებას იცავს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.