პსჟ კიდევ ერთ ტალანტს დაიმატებს

ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

Equipe-ის ინფორმაციით, პსჟ-ს  ბრეშას 19 წლის ფეხბურთელის, სანდრო ტონალის დამატება სურს. ახალგაზრდა იტალიელი ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. მან, წინა სეზონში, სერია ბ-ში მონაწილეობა 33 შეხვედრაში მიიღო, სადაც სამი გოლის გატანა მოახერხა. 

პარიზული კლუბი მზად არის ტონალიში 30 მილიონი გადაიხადოს, ბრეშა კი 35 მილიონს ითხოვს. როგორც ჩანს, ტრანსფერი მალე ოფიციალური გახდება.