გიორგი წიტაიშვილი: ჯერ არ ვაპირებ...

გიორგი წიტაიშვილმა ქართულ–უკრაინულ საკითხზე ისაუბრა. როგორც იცით, წიტაიშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა 20–წლამდელებში, ფინალში სამხრეთ კორეას ლამაზი გოლიც გაუტანა.

ჩვენთვის საინტერესო ისაა, რას გადაწყვეტს წიტაიშვილი – ითამაშებს თუ არა საქართველოს სახელით, ანუ ეროვნულ ნაკრებში. წიტაიშვილმა უკრაინულ Ua-tribuna–ს უთხრა, რომ ჯერჯერობით არაფრის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ ეს მხოლოდ ჯერჯერობით...

 

„მოდით, ერთხელ და სამუდამოდ ავხსნი. რატომ გავხდი უკრაინელი? არავინ არ იცის, რომ როცა კიევის დინამოს აკადემიაში მივედი, უცხოელის სახელით თამაში არ შემეძლო. უბრალოდ, იქ უცხოელებს არ იღებენ. 11 წლის ვიყავი და მითხრეს, თუ დინამოს სკოლაში მოხვედრა მინდოდა, უკრაინული პასპორტი უნდა მიმეღო. დედის მხრიდან უკრაინელი ნათესავები გვყავს. მე და დედამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვით იმ მიზნით, რომ კიევის დინამოში მეთამაშა.

 

…ჩემი სამშობლო საქართველოა. ქართული სისხლი მაქვს, მაგრამ თავს უკრაინელადაც ვგრძნობ. მთელი შეგნებული პერიოდი კიევში გავატარე და უკრაინა ჩემი მეორე სახლია. საქართველოში როცა ჩავდივარ,  ქუჩების სახელები არ ვიცი, უკრაინაში კი ყველაფერს ვცნობ.     


 

...პირველივე შეკრებიდან მოყოლებული, უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ვიყავი.  ახლა აქტიურად მიწვევენ საქართველოს მთავარ ნაკრებში. თუმცა უკრაინული პასპორტი მაქვს. ასე ვთქვათ, პასპორტის შეცვლას მთხოვენ.  მაგრამ როგორც ხედავთ, ჯერ უკრაინელი ვარ და უახლოეს მომავალში აზრად არ მაქვს, რომ მოქალაქეობა შევიცვალო“.   

 





მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.