"კეთილი იყოს შენი მობრძანება"

გოგა ბითაძე ინდიანაში წარადგინეს 

 

უკვე გაირკვა, რომ გოგა ბითაძე ინდიანა პეისერსში ითამაშებს. 19 წლის ცენტრი მეექვსე ქართველი კალათბურთელია, რომელმაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კარი შეაღო. იგი პირველსავე წრეში, მე-18 ნომრად აირჩიეს. 

 

ბითაძის ინდიანაში აღმოჩენა მოულოდნელი იყო, უფრო დიდი ალბათობით, გოგა ბოსტონ სელტიკს ან სან ანტონიოს უნდა აერჩია, არსებობდა დეტროიტის, ატლანტას და შარლოტას ვარიანტებიც.

 

ასეა თუ ისე, გოგა უკვე ინდიანას საკუთრებაა და მასთან გარანტირებული, 2-წლიანი კონტრაქტი ეკუთვნის. საქართველოს ნაკრების ცენტრი უკვე ინდიანაპოლისშია, სადაც მას თბილი დახვედრა მოუწყვეს. ბითაძეს, რომელმაც 19-ნომრიანი მაისური ერგო, გუნდში მისვლამდე გზად ბანერი დახვდა წარწერით: „კეთილი იყოს შენი მობრძანება“.

 

 

გოგას დამატებაზე კომენტარი ინდიანას საკალათბურთო ოპერაციების მმართველმა კევინ პიტჩარდმაც გააკეთა: „გოგა ჩვენ რჩეულ კალათბურთელთა ათეულში გვყავდა. ამ ბიჭს სწორად თამაში და განვითარება შეუძლია“. 

 

 

ინდიანაში წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს გოგა ბითაძემაც უპასუხა: „NBA-ს ყურებისას მეგონა, რომ კალათბურთს სუპერგმირები თამაშობდნენ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ აქ ვიქნებოდი, ეს შეუძლებლად მიმაჩნდა“.

 

 

ინდიანას მაისურის მორგების პირველი შანსი გოგას საზაფხულო ლიგისას მიეცემა, რომელშიც პეისერსი 6 ივლისს ჩაებმება და მემფისს დაუპირისპირდება. 

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.