ტრიუმფის მოლოდინში 

სამბისტებმა და ძიუდოისტებმა მინსკში წარმატებით დაიწყეს 

მინსკის მეორე ევროპული თამაშების მეორე დღე ქართველებისთვის წარმატებულად მიმდინარეობს. ქართულ დელეგაციას მინიმუმ 10 მედლის მოპოვების შანსი აქვს.

 

მოლოდინისამებრ, განსაკუთრებულად წარმატებულად ქართველები ტატამზე გამოდიან. სამბოში გამომსვლელი 7 სპორტსმენიდან 5 ფინალშია, ხოლო ერთი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

 

ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), მინდია ლილუაშვილი ( 68), დავით ლორიაშვილი (100), ნინო ოძელაშვილი ( 72) და ელენე ქებაძე (+80) უკვე ფინალში არიან, ხოლო ბექა ბერულავა ბრინჯაოს მედლისთვის მოლდოველ სერგეი ოსლობანუს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ნინო ჯანაშვილს, იგი ფრანგ ლორა ფურნიესთან მეოთხედფინალში დამარცხდა.

 

ძიუდოში ტატამზე დღეს 5 ქართველი ფალავანი გამოდიოდა. – 60 კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანმა ნახევარფინალს უწია, სადაც ფრანგ ვალიდ ხიარს შეხვდება, ხოლო ამირან პაპინაშვილი რეპეშაჟშია და იქ ჰოლანდიის სახელით გამომსვლელ თორნიკე ჭკადუას დაუპირპისრდება. -66 კგ წონით კატეგორიაში ორი მედლის მოპოვების შანსი გვაქვს, ვაჟ მარგველაშვილი ნახევარფინალშია და იტალიელ მატეო მედვედს ხვდება, პარალელურ წყვილში კი ბაგრატ ნინიაშვილი უკრაინის დროშის ქვეშ მოასპარეზე გიორგი ზანთარაიას შეებრძოლება. ეთერ ლიპარტელიანი ქალთა შორის -57 კგ-ში გამოსვლას 1/16-ფინალში, აზერბაიჯანელ მეტოქესთან მარცხით გამოეთიშა. 

 

ფინალური ბლოკები 19:00 საათიდან დაიწყება.