გალათასარაი დელფს ეპატიჟება

დელფს სტაბილური სათამაშო დრო სურს

The Sun- ის ცნობით, თურქული საფეხბურთო გრანდი გალათასარაი სიტის 29 წლის ფეხბურთელის ფაბიან დელფის შეძენას ცდილობს.

 

ინგლისელ ფეხბურთელს, სტაბილური სათამაშო დრო სურს, რათა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნოს.

 

დელფის სათამაშო დრო მანჩესტერ სიტიში კითხვის ნიშნის ქვეშაა. ქალაქელებმა როდრის ტრანსფერის სახით, ნახევარმცველების ამალას კიდევ ერთი მოთამაშე შემატეს.

 

სიტის თავკაცი პეპ გვარდიოლა დელფის თამაშით კმაყოფილია და მას გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშის სტატუს ანიჭებს, მაგრამ თავად ფეხბურთელს მეტის ამბიცია აქვს და ძირითად შემადგენლობაში თამაში სურს.

 

ბოლო სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, ინგლისელმა უნივერსალმა ძირითად შემადგენლობაში 13- ჯერ დაიწყო. გალათასარაისთვის დელფის კალიბრის ფეხბურთელის დამატება, იდეალური ვარიანტი იქნება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.