მანჩესტერმა დე ხეა დაითანხმა

ესპანელი გაახანგრძლივებს !

მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა, დე ხეას პირობები დაუკმაყოფილოს.

 

The Sun- ის ცნობთ, წითელმა ეშმაკებმა ესპანელ მეკარეს ანაზღაურება გაუზარდეს, რაც კვირაში 350 ათასი გირვანქა იქნება.

 

დე ხეას შენარჩუნებისთვის 300 ათასი გირვანქა საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ იუნაიტედის ხელმძღვანელობას მათი პირველი ნომრის ოლდ ტრაფორდზე დასატოვებლად ხელფასის გაზრდა მოუწია. 

 

28 წლის მეკარე ახალ კონტრაქტს, უახლოვეს დღეებში გააფორმებს.