ბელერინი ატლეტიკოს მთავარი სამიზნეა

სიმეონეს ბელერინის ხილვა, საკუთარ გუნდში სურს

The Telegraph- ის ცნობით, მადრიდის ატლეტიკო არსენალის მარჯვენა მცველის, ჰექტორ ბელერინის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული.

 

ესპანელმა ფეხბურთელმა იანვარში, ჩელსისთან გამართულ შეხვედრაში მძიმე დაზიანება მიიღო და მომავალი სეზონის დასაწყისის გამოტოვება მოუწევს.

 

ამის მიუხედავად, ატლეტიკოს თავკაც დიეგო სიმეონეს თავის შეკავება არ სურს და ბელერინის შეძენის დიდი სურვილი აქვს.

 

ესპანური გუნდი მზადაა ტრანსფერში შემტევი ვიტოლო ჩართოს, რომელსაც უნაი ემერი სევილიაში წვრთნიდა და საკმაოდ მოსწონს.

 

29 წლის ვიტოლო, ატლეტიკოს 2017 წელს შეუერთდა. 51 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა.