მენოტი: არგენტინას ვერც კრუიფი უშველიდა, ვერც გვარდიოლა...

„არგენტინის ნაკრებში სიტუაციის გამოსწორებას ვერც კრუიფი შესძლებდა და ვერც გვარდიოლა“ – ეს 80 წლის სესარ ლუის მენოტის სიტყვებია.

 არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, რომელმაც 41 წლის წინ მსოფლიო ჩემპიონობამდე მიიყვანა ალბისელესტე, დღევანდელი გუნდი გააკრიტიკა...  

 

„სრული ანალიზი სჭირდება იმას, რაც ხდება. მხოლოდ ნაწილობრივი ანალიზი ვერაფერს უშველის. არ არსებობს პროექტი და გეგმა, თუ როგორ უნდა ითამაშოს ნაკრებმა. ეს საწყის 10 წუთში უკვე ჩანს ხოლმე. ვხედავ, როგორ ცდილობს ლიონელ სკალონი გუნდის აწყობას. ეს ურთულესია. ვერ ახერხებს და ვერც სხვა მოახერხებდა. ზოგიერთი ფეხბურთელი არგენტინის ნაკრებში მომზადებას სათანადო დროსა და ყურადღებას არ უთმობს. ლიდერებმა მოსამზადებელი ეტაპის დიდი ნაწილი გამოტოვეს“  – განაცხადა მენოტიმ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.