პირველი მედალი მინსკიდან 

ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს მედალოსანია 

მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ პირველი მედალი გაიფორმა. მესამე ხარისხის მედალი ქართველებს პირველად ძიუდოდან ერგოთ. 


ბრინაჯოს მედალი ამირან პაპინაშვილმა მოიპოვა. -60 კგ წონით კატეგორიაში გამომსვლელმა 31 წლის ქართველმა სპორტსმენმა გადამწყვეტ ბრძოლაში გერმანელ მორიტზ ფლაფკისთან დამატებით დროში მოიგო და ბრინჯაოსთან ერთად ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა. 


ამავე წონაში დღეს საქართველოს ნაკრებს ლუხუმ ჩხვიმიანი წარმოადგენს, რომელიც ფინალშია გასული და იქ ესპანელ ფრანცისკო გარიგოს დაუპირისპირდება. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.