მედლების ყულაბას სამბოც შეეწია

ბექა ბერულავას ბრინჯაო 

 

მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე მეორე საასპარეზო დღე ქართველი ფალავნების ტრიუმფით მიმდინარეობს.

 

გუნდურ ჩათვლაში ქართულ დელეგაციას უკვე სამი მედალი აქვს - 2 ბრინჯაო, 1 ოქრო.

 
მესამე ხარისხის კიდევ ერთი მედალი ბექა ბერულავას ანგარიშზეა. 29 წლის სამბისტმა -82 კგ წონით კატეგორიაში აზერბაიჯანელი ჰუსეინოვის დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალში სომეხ გრიგორიანთან წააგო, თუმცა მესამე ადგილისთვის ბრძოლა მოლდოველ სერგიუ ოსლობანუს მოუგო.

 
გარდა სამბოსი, საქართველომ ორი მედალი ძიუდოში მოიგო - ოქროს ლუხუმ ჩხვიმიანი, ბრინჯაოს კი ამირან პაპინაშვილი დაეუფლა. ჩვენებს დღის ბოლოს კიდევ 6 მედლის მოპოვების შანსი ექნებათ. ძიუდოში -66 კგ-ში ბრინჯაოსთვის ქართველები იჭიდავებენ, სამბოში კი ხუთ წონით კატეგორიაში ფინალებში საქართველოს წარმომადგენლები იქნებიან.