რუსი დამარცხებულია - ჩიდრაშვილმა ოქრო მოიპოვა!

მეორე ოქრო და მეოთხე მედალი მინსკში   

 

მინსკში ქართველი სამბისტების ტრიუმფი გრძელდება, ბექა ბერულავას ბრინჯაოს შემდეგ, სამბოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალიც აქვს. 


მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა მეორე ევროპული თამაშები -57 კგ წონით კატეგორიაში მოიგო. ჩიდრაშვილმა ფინალში რუს მეტოქე რაიან ხერტეკს - 1:0 სძლია და ქართულ დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუპოვა. 


დღეს ტატამს კიდევ 4 ქართველი სამბისტი დაიკავებს: მინდია ლილუაშვილი ( 68), დავით ლორიაშვილი (100), ნინო ოძელაშვილი ( 72) და ელენე ქებაძე (+80).

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაციამ პირველი ევროპული თამაშების მთლიანი შედეგი უკვე  გაიმეორა - ბაქოში ქართველებმა 2 ოქრო მოიპოვეს.