ქართულ დელეგაციას სამივე სინჯის მედალი აქვს 

მინდია ლილუაშვილი ვერცხლს დასჯერდა 

 

2 ოქროსა და 3 ბრინჯაოს შემდეგ, ქართულმა დელეგაციამ ვერცხლის მედალიც მოიპოვა. 


საქართველოს სამბისტთა ნაკრებს უკვე სამივე სინჯის მედალი აქვს - ევროპის მოქმედი ჩემპიონი მინდია ლილუაშვილი ფინალში -68 კგ წონით კატეგორიაში მასპინძელთა ფალავან ალიქსანდრ კოშკასთან - 0:3 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 


მიუხედავად მარცხისა, ქართველ სამბისტებს ტრიუმფალური დღე აქვთ, ტატამს კიდევ სამი მათგანი დავით ლორიაშვილი, ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე დაიკავებს.