ლოკომოტივმა სერია გაზარდა, რუსთავმა ქულები ისევ დაკარგა 

ეროვნული ლიგა: მე-19 ტური 

ეროვნული ლიგა: მე-19 ტური 

 

 

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მეორე შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა, სადაც ლოკომოტივმა რუსთავს უმასპინძლა და ფრე - 1:1 ეთამაშა. 


ანგარიში მატჩის დასაწყისშივე გაიხსნა. მეორე წუთზე, დაცვის შეცდომის შემდეგ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ირაკლი სიხარულიძეს მიუვიდა, რომელმაც თავური დარტყმით რკინიგზელები დააწინაურა და ამ სეზონში მერვე გოლი გაიტანა. 


რუსთაველებმა წონასწორობა ტაიმის მიწურულს აღადგინეს. 44-ე წუთზე, იმნაძემ შორეული მანძილიდან დაარტყა, რაც დემეტრე ბულისკერიამ არასახარბიელოდ მოიგერია, დამატებაზე კი ზაზა ციცქიშვილმა ზუსტად ითამაშა. 


მეორე ნახევარში მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ. 70-ე წუთზე, პაატა კიტეიშვილის მიმართ ოთარ კობახიძემ უხეშად ითამაშა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა. 


მიუხედავად რიცხვობრივი უპირატესობისა, რუსთავმა დაწინაურება ვერ მოახერხა და ქულას დასჯერდა.

 
ლოკომოტივმა წაუგებელი სერია რვა მატჩამდე გაზარდა, 19 ტურის შემდეგ, თბილისელებს 26 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიცია უკავიათ. რაც შეეხება რუსთავს, მათ 15 ქულა აქვთ და ბოლოსწინა ადგილზე არიან. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.