მესამე ოქრო!

სამბისტების ბრწყინვალე გამოსვლა მეორე ევროპულ თამაშებზე 

 

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ მესამე ოქროს მედალი მოიპოვა.
თავი ამჯერადაც სამბისტებმა გამოიჩინეს, რომლებმაც ჩვენს ყულაბაში პირველი სინჯის მეორე მედალი ჩააგდეს. 


-100 კგ წონით კატეგორიაში დავით ლორიაშვილმა ჩემპიონობამდე მისასვლელ გზაზე რუსი ალსიმ ჩერნოსკულოვი, უკრაინელი ანდრიი ბოლობანი და ლატვიელი ვიქტორს რესკო ჩამოიტოვა. გადამწყვეტი შეხვედრა ქართველმა აუღელვებლად - 2:0 მოიგო.

 
სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედლით საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილს იკავებს. ჯერი ქალებზეა, მალე ტატამს ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე დაიკავებენ.