ნინო ოძელაშვილი ვერცხლის მედალოსანია! 

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ფინალში დამარცხდა

 

მინსკში ქართული მედლების წვიმაა. სამბისტებმა საქართველოს დელეგაციას უკვე მეორე ვერცხლის მედალი მოუტანეს. 


მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი -72 კგ წონით კატეგორიაში რუმინელ და ფრანგ მეტოქეებთან მარტივად, შესაბამისად 9:0 და 8:0 გამარჯვების შემდეგ, ფინალში მასპინძელთა ფალავან ანჟელა ჟილინსკაიას დაუპირისპირდა და სამწუხარო მარცხი განიცადა. ოძელაშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა, უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს - 2:0 ამარცხებდა, თუმცა მტკივნეული ილეთის მიღების შემდეგ მსაჯებმა გამარჯვება მასპინძელს ჩაუთვალეს. 


ამრიგად, ქართულ დელეგაციას უკვე 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი აქვს. შესაძლოა, მინსკში საქართველოს ჰიმნი დღეს კიდე ერთხელ აჟღერდეს + 80 კგ-ის ფინალში ელენე ქებაძე უკრაინელ ანასტასია საპსაის დაუპირისპირდება.