ქებაძის ვერცხლი - მედლების ცვენა მინსკში 

10 მედალი და მესამე ადგილი პირველივე დღეს 

 

იყო შანსი, რომ მინსკის სპორტის სასახლეში, მეორე ევროპული თამაშების პირველი საჭიდაო დღე საქართველოს ჰიმნით დასრულებულიყო, თუმცა ელენე ქებაძემ ფინალური შეხვედრა დათმო. 
ოქროს მედლის მოგებაში -81 კგ წონით კატეგორიაში ქებაძეს ხელი უკრაინელმა ანასტასია საპსაიმ შეუშალა, რომელმაც 25 წლის ქართველი სპორტსმენი - 4:0 დაამარცხა. 


მართალია, ბოლო ორი შეხვედრა ქართველმა სამბისტემა წააგეს, თუმცა მთლიანობაში ქართული საჭიდაო სახეობებისა და დელეგაციისთვის შესანიშნავი დღე გამოვიდა. პირველსავე დღეს ჩვენებურებმა 10 მედალი მოიპოვეს (3 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეათე ადგილს იკავებენ. 


დღეს ასევე პნევმატური იარაღით სროლაში ნინო სალუქვაძე, ცოტნე მაჭავარიანი, ნინო ხუციბერიძე და მხატვრულ ტანვარჯიშში სალომე ფაჟავა გამოდიოდა, თუმცა მათ საპრიზო ადგილებისთვის არ მიუღწევიათ. რაც შეეხებათ მოკრივეებს, აქ გადამწყვეტი შეხვედრები მოგვიანებით დაიწყება.