უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიასთან იომეს

საფრანგეთმა ტიტული დაიცვა

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა. გადამწყვეტ შეხვედრაში, უმცროსი ბორჯღალოსნები იტალიასთან დამარცხდნენ. პრინციპულ მეტოქესთან ქართველებმა 7-ქულიანი სხვაობით წააგეს.

ჯგუფში შოტლანდიის დამარცხების შემდეგ ჩვენებმა პროგრამა მინიმუმი შეასრულეს და ელიტაში დარჩნენ, თუმცა იტალიასთან შეხვედრას მეცხრე ადგილის დაკავებასთან ერთად ჩვენ შორის არსებული სარაგბო კონკურენციაც პრინციპულს ხდიდა.

ქართველებმა პირველი ტაიმი 3:7 წააგეს, თუმცა მეორე ტაიმში მეტოქეს გაქცევა მოუწყეს და 54-ე წუთისთვის 14:7 იგებდნენ. სამწუხაროდ, ქართველმა 20-წლამდელებმა დარჩენილ დროში ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და მეტოქისგან სამ გარდასახულ ლელოსთან ერთად ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმაც მიიღეს.

უმცროსი ბორჯღალოსნებისგან ლელო თაფლაძემ და ალანიამ დადეს, ძელებს შორის ზუსტად კი აბჟანდაძემ დაარტყა.

საქართველოს მატჩის პარალელურად, ტურნირის ფინალიც მიმდინარეობდა, რომელშიც საფრანგეთმა ავსტრალია 24:23 დაამარცხა და ტიტული დაიცვა.