დინამომ ჩიხურა ბოლოს გატეხა

დედაქალაქელებმა ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთედ მოიგეს

საქართველოს ჩემპიონატის მე-19 ტურში თბილისის დინამომ საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა. დედაქალაქელებმა მინიმალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვეს. ამ მოგებით დინამოს ჩემპიონატში ზედიზედ 5 მოგება მოუგროვდა.

 

შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა დინო ჰამზიჩი მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

 

თბილისელებმა მიზანს საბოლოოდ 80-ე წუთზე მიაღწიეს. სტუმართა კარის მიმართულებით სახიფათო ჯარიმა დაინიშნა, ბურთთან ნიკა ნინუა მივიდა, რომელმაც სტანდარტი უნაკლოდ შეასრულა და მშვენიერი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ნინუას მანამდეც შეეძლო ჯარიმით შეგდება, თუმცა ჰამზიჩმა არ დაანება.

 

აღნიშნული შეხვედრა მშვიდად არ დასრულებულა. 87-ე წუთზე შოთა კაშიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა, 2 წუთში იგივე ბედი ეწია ნინუასაც და გუნდებმა მატჩი 10 10-ზე დაასრულეს.

 

ამ მომენტისთვის დინამო 35 ქულით მესამე ადგილზეა, ჩიხურას კი 23 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციას იკავებს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.