ყატარი 0:2 არგენტინა (ვიდეო)

ყატარი 0:2 არგენტინა (ვიდეო)

კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, არგენტინა ყატარს შეხვდა და 2:0 დაამარცხა. გამომდინარე იქიდან, რომ მესის და კამპანიას ფლეიოფის საგზური არ ჰქონდათ მოპოვებული, ალბილესტესთვის ეს შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იყო.

 

ანგარიში მეოთხე წუთზე გაიხსნა. ლაუტარო მარტინესმა ბურთი ხელსაყრელ პოზიციაში მიიღო და ზუსტი დარტყმით ყატარელთა კარის ბადე შეარხია. 84-ე წუთზე არგენტინამ მეორე გოლი გაიტანა. შეცვლაზე შესული დიბალას მშვენიერი პასის შემდეგ, აგუერომ მეტოქის კარი აიღო.

 

ალბილესტემ 4 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა, ყატარი კი 1 ქულით ბოლო პოზიციას დასჯერდა.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.