ული ჰიონესი: ჰუმელსთან დაკავშირებით სწორად მოვიქეცით

ჰიონესი: ეს ყველაფერი ნერვებზე მოქმედებს

მიუნხენის ბაიერნი ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა და იმ პოზიციებზე გაძლიერდა, რომლებიც თითქოს ისედაც შესანიშნავად იყო დაკომპლექტებული. ფრანკ რიბერი, არიენ რობენი, მატს ჰუმელსი, ხამეს როდრიგესი და რაფინია ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც შემდეგ სეზონში რეკორდმაისტერის შემადგენლობაში აღარ ითამაშებენ.

 

მართალია მიუნხენურმა კლუბმა 120 მილიონი დახარჯა და ორი მსოფლიო ჩემპიონი მცველი: ბენჟამენ პავარი და ლუკას ერნანდესი დაიმატა, თუმცა ბაიერნის პრეზიდენტს, ული ჰიონესს გულშემატკივრები შემტევი ფეხბურთელების შეძენისკენ მოუწოდებენ.

 

„ეს ყველაფერი ჩემს ნერვებზე მოქმედებს. გულშემატკივრები მხოლოდ იმას უყურებენ ვის იყიდი. ახლახანს ჩვენ 2 ტიტული მოვიგეთ და ჯერ კიდევ ვზეიმობთ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ 15 აგვისტოს კარგი გუნდი გვეყოლება.“ - თქვა ბაიერნის პრეზიდენტმა.

 

გერმანულ Kicker-თან საუბარში, ჰიონესმა კომენტარი ჰუმელსის წასვლაზეც გააკეთა

 

„ჰუმელსი მოვიდა და გუნდიდან გაშვება გვთხოვა. მის პოზიციაზე ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, თანაც პავარი და ერნანდესიც შევიძინეთ. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო. მატსმა სეზონის მეორე ნახევარი უმაღლეს დონეზე ჩაატარა“

 

გერმანულ გრანდს სავარაუდოდ ჟერომ ბოატენგიც დატოვებს და რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ხშირად ბაიერნს შტუტგარტის 19 წლის მცველს, ოზან კაბაკს უკავშირებენ.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.