როჯერ ფედერერი - 102 ტიტული - ჰალეში მეათედ!

უბერებელი შვეიცარიელი შესანიშნავ ფორმაშია

37 წლის როჯერ ფედერერი ტიტულების მოგებას კვლავ განაგრძობს. შვეიცარიელმა ლეგენდამ ამჯერად ჰალეს ტურნირი მოიგო, რაც მისთვის 102-ე ტურნირია და ის გახდა მეორე მამაკაცი ჩოგბურთელი, რაფაელ ნადალის შემდეგ, რომელმაც რომელიმე ერთ კონკრეტულ ტურნირზე 10-ჯერ გაიმარჯვა.

 

ფედერერი ფინალში დავიდ გოფინს დაუპირისპირდა და მარტივად, ორ სეტში დაამარცხა: 7:6; 6:1.

 

„ეს ფანტასტიკურია. შეხვედრიდან შეხვედრამდე მივდიოდი და ჩემპიონობაზე არ ვფიქრობდი, არც კი წარმომედგინა ეს რა გრძნობა იქნებოდა. 10 ტიტული ერთ ტურნირზე კარიერაში პირველად მოვიგე და ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მომენტია.“ - თქვა შვეიცარიელმა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.