ვან გაალი: მესი ინდივიდუალურად საუკეთესოა, მაგრამ მილნერს უფრო ვაფასებ

ჰოლანდიელი ლუის ვან გაალი ორიგინალური მოსაზრებებით გამოირჩევა. მისი ნათქვამი ხშირად ხდება განსაკუთრებული კამათის საგანი. 

აი, ამჯერად განაცხადა, ლეო მესისა და ნეიმარზე მეტად ჯეიმს მილნერს ვაფასებო. ვან გაალი ამბობს, რომ მესისთან იდეალურად გვარდიოლა მუშაობდა, მას მერე კი...

 

„მესი და ნეიმარი შიდა სისტემაში ჩემთვის ნამდვილად არ არიან სასურველი ფეხბურთელები. მომწონს ისინი, რომლებიც გუნდისთვის მეტად სასარგებლოები არიან. დავასახელო? მილნერი. 33 წლის ასაკში ჩემმპიონთა ლიგის ფინალში მცველედაც ითამაშა და ნახევარმცველადაც. ჩემი აზრით, მესი და ნეიმარიც გუნდს უნდა მოერგონ. მაგალითად, ნეიმარი ბარსელონაში გუნდზე კი არა, მესიზე თამაშობდა.

 

...არგენტინელთან იდეალურად მუშაობდა პეპ გვარდიოლა. პეპის დროს მესი გუნდურად მოქმედებდა. მას მერე დიდი დრო გავიდა, ბარსელონამ ბევრი მწვრთნელი გამოიცვალა და ყველანი მესის გაცილებით მაღლა აყენებდნენ, ვიდრე სხვა ფეხბურთელებს.

 

...ინდივიდუალურად არგენტინელი მსოფლიოში საუკეთესოა. მას წარმოუდგენელი სტატისტიკა აქვს, მაგრამ რატომ ვერ იგებს ჩემპიონთა ლიგას ამდენი წლის განმავლობაში? როგორც კაპიტანმა, საკუთარ თავს ჰკითხოს“.