არგენტინაში თამაშობდნენ და დაჯდნენ (+VIDEO)

არგენტინის ჩემპიონატში შფოთიან ამბებს რა გამოლევს. ამჯერად, მჯდომარე აქცია გაიმართა 51–ე წუთზე და თამაშიც შეწყდა.   

სან–ხორხე ტუკუმანი სტუმრობდა ალვარადოს და 0:1 აგებდა. უეცრად, ფეხბურთელები მოედანზე დაჯდნენ და ასე გამოხატეს პროტესტი მსაჯების მიმართ. მათი აზრით, არბიტრმა პირველ ტაიმში მასპინძლებს გოლი აჩუქა და მეორე ტაიმის დასაწყისშიც გამოავლინა არაობიექტურობა.

 

მატჩი შეწყდა. სავარაუდოდ, სან–ხორხეს 0:3 წაგებას ჩაუთვლიან და თანხასაც გადაახდევინებენ.