ისევ ვერცხლი

ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალი წააგო 

ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა მეორე ევროპული თამაშების ფინალი დათმო და კონტინენტის პირველობაზე მეცხრე მედალი მოიპოვა. 


ლიპარტელიანი მინსკში მიმდინარე ტურნირზე როგორც 100 კგ წონითი კატეგორიის ლიდერი განთესილი გახლდათ და ფინალამდე მისასვლელ გზაზე 3 ბრძოლის ჩატარება მოუწია. ყველა მათგანში ლიპომ იპონით იმარჯვა. ვარლამმა ბელარუსი სირიდი, მონტენეგროელი პანტიჩი და ფრანგი სირილ მარე დაამარცხა, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი რუს არმენ ადამიანს დაუპირისპირდა და დამარცხდა.

 

შეხვედრის დასრულებამდე წუთი და 15 წამით ადრე, ლიპარტელიანმა ვაზარი გაუშვა, მერე კი მეტოქეს მკლავებიდან ვეღარ დაუძვრა და მორიგ ვერცხლის მედალს დასჯერდა. 


ლიპარტელიანმა ქართულ დელეგაციას მე-4 ვერცხლის, საერთო ჯამში კი მეთვრამეტე მედალი მოუპოვა. მალე ტატამს ფინალის საჭიდაოდ კიდევ ერთი ქართველი ფალავანი გურამ თუშიშვილი დაიკავებს. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.