მეოცე მედალი, ამჯერად ტანვარჯიშიდან 

მინსკში თამაშების მეოთხე დღე სრულდება, საქართველო კი 50 ქვეყანას შორის მესამე ადგილზეა

მინსკში მეორე ევროპული თამაშები საქართველის დელეგაციისთვის წარმატებულად მიმდინარეობს. ჩვენები ბრწყინვალე შედეგს აჩვენებენ, მათ უკვე 20 მედალი მოიპოვეს. 


ამჯერად და მეორედ, ქართულ ყულაბაში მედალი არასაჭიდაო სახეობებიდან ჩავარდა - თავი ლუბა გოლოვინამ გამოიჩინა და ტანვარჯიშში ვერცხლის მოპოვება შეძლო. 


გოლოვინამ ბატუტზე ხტომაში ფინალში 53.900 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. იგი მხოლოდ ფრანგ ლეა ლაბრუსეს ჩამორჩა. 


ეს ქართული დელეგაციისთვის მეხუთე ვერცხლის მედალი გახლდათ, ამის გარდა ჩვენს ანგარიშზე 6 ოქრო და 9 ბრინჯაოა. შედეგად, 20 მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო 50 ქვეყანას შორის ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მესამე ადგილით ასრულებს. ხვალიდან საქმეში მოჭიდავეები ჩაებმებიან. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.