ხარას წიხლი საწყენია? (+video)

კოპა ამერიკაზე ურუგვაი–ჩილეს მატჩი ორი წუთით შეწყვეტილი იყო. რიო დე ჯანეირის მარაკანაზე ფანი გადმოხტა, რომელიც ურუგვაის დროშის ფერებში იყო ჩაცმული და  მამლის ნიღაბი ეკეთა.

სტიუარდები გამოეკიდნენ და ვერ იჭერდნენ. ამ დროს კი ჩილეს ნაკრების 33 წლის მცველმა გონსალო ხარამ წიხლი ჩაარტყა ფანს და წააქცია...

 

ურუგვაელი ფეხბურთელები ხარას გაძევებას მოითხოვდნენ, მაგრამ ბრაზილიელმა მსაჯმა რაფაელ კლაუსმა არაფერი მოიმოქმედა. შეგახსენებთ, ურუგვაიმ ედინსონ კავანის გოლით 1:0 მოიგო.  

 

კოპა ამერიკის მეოთხედფინალური წყვილები: ბრაზილია – პარაგვაი, ვენესუელა – არგენტინა, კოლუმბია – ჩილე, ურუგვაი – პერუ.