ჭიდაობა: სამი მედლის შანსი 

ევროპულ თამაშებზე საქმეში მოჭიდავეები ჩაერთვნენ  

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე სამბისტებისა და ძიუდოისტების შეჯიბრების დასრულების შემდეგ, საქმეში უკვე მოჭიდავეები ჩაერთვნენ. 


თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის დღეს ლეიბზე 4 სპორტსმენი გამოდიოდა: ავთანდილ კენჭაძე (-74), სანდრო ამინაშვილი (-86), გივი მაჭარაშვილი (-125) და ლაშა ლომთაძე (-57). პირველი რაუნდების გადალახვის შემდეგ, მედლის მოპოვების შანსი სამ მათგანს აქვს. ავთანდილ კენჭაძემ და სანდრო ამინაშვილმა მეოთხედფინალში წააგეს და რეპეშაჟში გადაერთვნენ, ხოლო მაჭარაშვილი ნახევარფინალშია და იქ აზერბაიჯანელ ჯამალადინ მაგომედოვს შეხვდება. რაც შეეხება ლაშა ლომთაძეს, მან გამოსვლა პირველივე რაუნდში, სერბ სტივენ მიჩიჩთან მარცხით დაასრულა. 


შეგახსენებთ, 4 საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს დელეგაციას 6 ოქრო, 5 ვერცხლი, 9 ბრინჯაო აქვს და საერთო გუნდურ ჩათვლაში 50 ქვეყანას შორის მესამე ადგილს იკავებს.