ქართველი სპორტსმენები, რომლებიც საპროტესტო ტალღას შეუერთდნენ (ვიდეო; ფოტო)

ქართველი სპორტსმენების პროტესტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე (ვიდეო; ფოტო)

ბოლო დროს საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო, პროტესტს ქართველი სპორტსმენებიც გამოთქვამენ. ზოგმა გოლის აღნიშვნისას თვალზე ხელი აიფარა და ამით მაკო გომურს, რომელმაც 20 ივნისის ინციდენტისას თვალი დაკარგა, სოლიდარობა გამოუცხადა, ზოგიც ამბებს სოციალურ ქსელში პოსტებით გამოეხმაურა.

 

გოგა ბითაძის პასუხის ამერიკელ ჟურნალისტს, რომელმაც მას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ჰკითხა.

 

 

გურამ კაშია: ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

 

 

სოლიდარობას თბილისის ლოკომოტივიც შეუერთდა. 

 

 

ასეთი მაისურები ეცვათ ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელებს ბოლნისის სიონთან მატჩამდე.

 

 

თედო აბჟანდაძე, ოთარ კობახიძე, დავით ჯიქია და გიორგი ჩკვეტაძე მაკო გომურს სოლიდარობას უცხადებენ.

 

 

სოლიდარობას გორის დილას თავდამსხმელი გურამ გოშთელიანიც შეუერთდა. ვიტ ჯორჯიას კარში გატანილი გოლის შემდეგ მან თვალზე ხელი აიფარა და ამით მაკო გომურს სოლიდარობა გამოუცხადა.