მაჭარაშვილი ფინალშია - წინ რუსი მეტოქეა

საქართველოს დელეგაციამ თავისუფალ ჭიდაობაში პირველი მედალი გაინაღდა

მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე, თავისუფალ ჭიდაობაში, დღეს საქართველოს ფინალში ერთი წარმომადგენელი ეყოლება.

გადამწყვეტ შეხვედრას გივი მაჭარაშვილი იჭიდავებს, რომელმაც ფინელ ჰეინოს (10:0), რუმინელ ჩინტოანს (14:3), აზერბაიჯანელ მაგომედოვს (4:2) სძლია და ფინალში რუს ანზორ ხიზრიევს დაუპირისპირდება. ორთაბრძოლა 26 ივნისს, 21:10 საათზე დაიწყება.

გარდა ამისა, ქართულ დელეგაციას ჭიდაობაში პირველ საშეჯიბრო დღეს გამომსვლელ სპორტსმენთაგან კიდევ 2 მედლის მოპოვების შესაძლებლობა აქვს - ლაშა ლომთაძე (-57) და ავთანდილ კენჭაძე (-74) ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ.