ამჯერად კრივი - საქართველომ 22-ე მედალი გაინაღდა

სახილ ალახვერდოვი ნახევარფინალშია

ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთი მედალი გაინაღდა - 22-ე. მინსკში მიმდინარე რიგით მეორე თამაშებზე საქართველომ მედალი უკვე მეხუთე სახეობიდან მოიპოვა. ძიუდოს, სამბოს, ტანვარჯიშისა და ტყვიის სროლის შემდეგ, წარმატებას მოკრივეებმაც მიაღწიეს.

საქართველოს სახელით მოასპარეზე სახილ ალახვერდოვმა -49 კგ წონით კატეგორიაში გერმანელ და ბრიტანელ მეტოქეებს ანალოგიური ანგარშით - 3:2 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც იტალიელ ფედერიკო ემილია სერას დაუპირისპირდება.

ამრიგად, საქართველოს დელეგაციას 22-ე მედალი გარანტირებული აქვს, სინჯი კი 28 ივნისს გასამართ ფინალურ ბლოკში გაირკვევა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.