ბაიერნმა სანეს ალტერნატივა ბარსელონაში ნახა

გერმანელებმა ბლაუგრანას შემტევი მოინიშნეს 

არახალია, რომ მიუნხენის ბაიერნს მანჩესტერ სიტიდან ლეროი სანეს დამატება სურდა. გერმანელები მზად იყვნენ ქალაქელთა ფინანსური მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ, თუმცა სანემ გუნდის დატოვება იუარა და ტრანსფერიც არ შედგება. 

 

სანეს უარის შემდეგ, რეკორდმაისტერებმა სხვა შემტევის დამატებაზე დაიწყეს ფიქრი. Bild-ის ინფორმაციით, გერმანელთა ახალი სამიზნე უსმან დემბელეა. ცნობილია, რომ ბაიერნი ბარსელონას ოფიციალური წინადადებით რამდენიმე დღეში მიმართავს. აღნიშნულ ტრანსფერს რეალურს ხდის ის, რომ ბლაუგრანა ფრანგით უკმაყოფილოა და გასხვისებას უპირებს. გარდა ამისა დემბელეს სანაცვლოდ აღებული თანხა, ბარსას ნეიმარის დაბრუნებაში დაეხმარება. 

 

დემბელე ბარსელონაში 2017 წლის ზაფხულში დორტმუნდიდან 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. თავიდან მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა ტრავმებისა და დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, უსმანს გუნდის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ. ბოლო სეზონში მსოფლიო ჩემპიონმა 42 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.