ბუფონი იუვენტუსს უახლოვდება

დიდი დაბრუნების მოლოდინში 

ჯიჯი ბუფონმა პსჟ დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. მისით არაერთი გუნდი ინტერესდება, თუმცა ჯერ უცნობია სად გააგრძელებს კარიერას. 

 

ბოლო ინფორმაციით, ლეგენდარული მეკარე შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს. ცნობილია, რომ მხარეები მოლაპარაკების დასკვნით ეტაპზე არიან და დიდი ალბათობით ჯიჯი კვლავ ტურინელთა ღირსებას დაიცავს. იტალიური პრესის ინფორმაციით, ბიანკონერი ბუფონს 1 წლიან კონტრაქტს სთავაზობს. 

 

ისე კი უნდა ითქვას, რომ 41 წლის მეკარეს მსურველები არ აკლია. მისით ლიდსი, პორტუ, პარმა, ლაციო, ფლუმინენსე და ვალენსია ინტერესდებიან. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.