"ეს სხვა ადამიანების ინტერესების გამო ხდება" - სკანდალი ბორჯღალოსნებში?

ქართველმა მორაგბემ ამ წელს
ბორჯღალოსნების დატოვება გადაწყვიტა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრმა ზურა ჟვანიამ Facebook-ის საშუალებით გულშემატკივარს მიმართა და მოულოდნელი განცხადება გააკეთა. ინგლისის პრემიერშიფის ბინადარ უოსპში მოთამაშე ქართველმა მორაგბემ დაწერა, რომ მიმდინარე წელს ბორჯღალოსნებს ვერ დაეხმარება და ამის მიზეზი სხვა ადამიანების ინტერესია.

"მივმართავ ყველა გულშემატკივარს, მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა დაფასებისთვის, გულშემატკივრობისთვის.....სამწუხაროა, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დავეხმარები, მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩემი პირადი სურვილის გამო არ მომხდარა! ისევ თქვენი და საქართველოს გულისთვის მინდოდა მეთამაშა განსაკუთრებით რუსეთის წინააღმდეგ ! მაგრამ მოხდა შემდეგი: კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო, ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე. ცუდია, რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია! მაგრამ იცოდეთ, მე აუცილებლად გაგახარებთ! ჩემს ქვეყანაში თუ ამის უფლებას არ მაძლევენ, იძულებული ვიქნები სხვა ქვეყნიდან გავაკეთო ეს. მინდა წარმატება ვუსურვო ჩემს მეგობრებს, საქართველოს ნაკრებს. მადლობა ყველა თქვენთაგანს ყურადღებისთვის.
დასმულ კითხვებს წინასწარ ვცემ პასუხებს. ვისაც ენდომება ამ თემაზე საუბარი, ყველასთვის გახსნილი იქნება, რადგან არ ვარ პირველი, მაგრამ მინდა ვიყო უკანასკნელი, ვისაც უსამართლობა შეემთხვა და მომავალში სხვაც არ აღმოჩნდეს ჩემს სიტუაციაში.
საქართველოში ჩამოვედი საქართველოსთვის და თქვენთვის, ჩემი გულშემატკივრებისთვის, მაგრამ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე და ისე დავბრუნდე უკან ღირსეულად. მინდა საქართელო და თქვენ კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ!!!",-დაწერა ჟვანიამ.

 

მივმართავ ყველა გულშემატკივარს, მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა დაფასებისთვის, გულშემატკივრობისთვის.....სამწუხაროა, რომ...

Posted by Zura Zhvania on ოთხშაბათი, 26 ივნისი, 2019