ჩიხურამ მოგების გემო გაიხსენა

ჩიხურამ დილა ახლოს არ მიუშვა

ეროვნული ლიგის მეოცე ტურში, საჩხერის ჩიხურამ გორის დილას უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა. 

 

ანგარიში მე-8 წუთზე გიორგი ფანცულაიამ გახსნა. სარდალიშვილს დარტყმული ბეგაშვილმა ვერ შეიმაგრა, დამატებაზე კი ყველას მეთოთხმეტე ნომერმა დაასწრო და გორელთა კარის ბადე შეარხია. 

 

22-ე წუთზე სარდალიშვილის აქტიურობას კიდევ 1 გოლი მოჰყვა. საჩხერელთა შემტევი რამდენიმე მეტოქეს გასცდა, დეკანოიძეს უპასა და ამ უკანასკნელმაც ახლო მანძილიდან შეაგდო. 

 

ტაიმის  ბოლოს დილამ 1 ბურთი გაქვითა. 44-ე წუთზე ალვინ ფორტესმა მარცხენათი მშვენივრად დაარტყა და ჰამზიჩის კარი აიღო. 

 

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად სოსო ფრუიძის გუნდის უპირატესობით წარიმართა. გამოცდილმა სპეციალისტმა 61-ე წუთზე მოედანზე ბიძინა მახარობლიძე შეუშვა და მანაც აშკარად გაამართლა. მე-9 ნომერმა 2 გოლი გაიტანა. სათქმელია, რომ ორივე მომენტში ასისტენტობა რევაზ ჩიტეიშვილმა გაუწია. 

 

აღსანიშნავია, რომ იმერლებს ზედიზედ 5 მატჩი არ ქონდათ მოგებული. ამ მომენტისთვის ჩიხურას 26 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა, დილა კი 22 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.