ლუხუმ ჩხვიმიანი: იღბლიანი დღე გამითენდა

ევროპის ჩემპიონმა მინსკში გამოსვლა შეაფასა

საქართველოს ძიუდოისტთა და ტანმოვარჯიშეთა ნაკრები მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

მედლებით ხელდამშვენებულმა სპორტსმენებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან ისაუბრეს. ერთ-ერთი მათგანი ლუხუმ ჩხვიმიანი გახლდათ, რომელმაც -66 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიგო.

"ტურნირს მაქსიმალური მზადყოფნით და ოპტიმალურ ფორმაში შევხვდი. გამომივიდა. ვთვლი, რომ იღბლიანი დღე გამითენდა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქართველ გულშემატკივარს ეს წარმატებული გამოსვლა მივულოცო. გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დავიკავეთ და საერთო ჯამში ევროპულ თამაშებზე ბევრი მედლის მოპოვება მოვახერხეთ",-თქვა ჩხვიმიანმა.

26 წლის ქართველმა ევროპის ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.