ნიკო კოვაჩი: შემადგენლობის გაძლიერება გვჭირდება

მიუნხენურ კლუბს სანემ და როდრიგომ სიტი არჩიეს

გერმანული kicker-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა ოთხი ფეხბურთელის დამატება მოითხოვა.

 

რეკორდმაისტერმა ლუკას ერნანდესი (80 მილიონი/ატლეტიკო), ბენჟამინ პავარი (35 მილიონი/შტუტგარტი) და იან ფიტე არპი (3 მილიონი/ჰამბურგი) უკვე შეიძინა, თუმცა ხუთი წამყვანი ფეხბურთელის წასვლის პირობებში, ეს შევსება საკმარისი არ არის.

 

მოგეხსენებათ, ბაიერნი უკვე დატოვეს: რიბერიმ, რობენმა, ხამესმაჰუმელსმა და რაფინიამ.

 

„17 ფეხბუთელით წარმატებული სეზონი არ გამოგვივა,  19 მაინც გვჭირდება“ - ციტირებს გერმანული გამოცემა კოვაჩის სიტყვებს.

 

მიუნხენურ კლუბს ლეროი სანესთან და როდრიგოსთან არაფერი გამოუვიდა, რადგან ორივე  მათგანმა ბაიერნს მანჩესტერ სიტი არჩია.

 

ბილდის ინფორმაციით, რეკორდმაისტერი სამი ფეხბურთელის დამატებისთვის იბრძვის, ესენი არიან: უსმან დემბელე  (22 წლის/ბარსელონა), კალუმ ჰადსონ-ოდოი (18 წლის/ჩელსი) და  სტივენ ბერგვინი (22 წლის/პსვ).

 

სავარაუდოდ, ამ ზაფხულს კლუბს ჟერომ ბოატენგი და  რენატო სანჩესი დატოვებენ, რაც კოვაჩს განკარგულებაში 17 ფეხბურთელს დაუტოვებს, აქედან ორი კი მეკარეები, მანუელ ნოიერი და სვენ ულრაიხი არიან. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.