'ოცნება ამიხდა, თავიდან არც მჯეროდა’’

კლოპმა, პერსპექტიული მცველი მოიწვია

გასული სეზონის ტრიუმფატორმა გუნდმა, ლივერპულმა, 17 წლის ცენტრალური მცველი შეიძინა.

 

სეპ ვან დერ ბერგი, ზვოლეს აკადემიის აღზრდილია და მისი პროფესიონალური დებიუტი სწორედ ამ გუნდის შემადგენლობაში შედგა, 2018 წელს.

 

ჰოლანდიელმა მცველმა, ზვოლეს მაისურით, გასული ერედივიზიონის ეგიდით, 15 მატჩი ჩაატარა. ის ასევე ჰოლანდიის 19- წლამდე ნაკრების წევრიცაა.

 

თინეიჯერი ფეხბურთელის თქმით, ლივერპულში მისი გადასვლით, ძალიან ბედნიერია და ამით ოცნება აიხდინა. ვან დერ ბერგი ლივერპულელთა დამრიგებლის, იურგენ კლოპის მადლიერია და მაქსიმუმის გაკეთებას აპირებს, რომ მას ნდობა გაუმართლოს.