დროგბა: ეს ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება იყო

ირგვლი უამრვაი ჯარისკაცი მეხვია, რომლებიც ჩემს უსაფრთხოებაზე ღელავდნენ - ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან

მუნდიალი 2018 დასრულდა და ლიდერსპორტიც ძველ რუბრიკებს კვლავინდებურად განაახლებს. ერთ-ერთი ასეთი „ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან“ გახლავთ, რომელშიც არაერთ საინტერესო თავგადასავლებს თავად ფეხბურთელები გვიყვებიან. დღეს, კოტ დიუვარელ სუპერვარსკვლავს დიდიე დროგმას მოვუსმენთ, რომელმაც საფეხბურთო კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა.

 

,,2007 წელს სამშობლოში კოტ–დ'ივუარის სიმბოლოდ აღმიქვამდნენ. მაშინ ამბოხებულების წინააღმდეგ ომი მიმდინარეობდა და ჩემი ხალხი დიდ მწუხარებას განიცდიდა. აუპატიურებდნენ ქალებს, იტაცებდნენ ბავშვებს და ხოცავდნენ ადამიანებს. ხალხმა მათთან ყოფნა მთხოვა. ნაკრები 2008 წლის აფრიკის თასის შესარჩევ ეტაპზე თამაშობდა, თუმცა ქვეყანა სისხლისგან იცლებოდა. მაშინ მე ქალაქს, რომელიც ამბოხებულთა ხელში იყო, მეგობრობა შევთავაზე. ბევრისთვის ეს სიგიჟე იყო, ხელისუფლებამ კი თანხმობა განაცხადა. შინ მადაგასკართან თამაში გვიწევდა და ფედერაციამ ეს შეხვედრა ამ ქალაქ, ბუაკეში დანიშნა.

 

მატჩის დღეს უსაფრთხოების ზომებმა აბსურდს მიაღწია. ჩემი თამაში ტრავმის გამო გამორიცხული იყო. ფეხბურთელები მოსათელად გამოვიდნენ, თუმცა შეძახილებით ამბოხებულთა ტრიბუნისკენ გაეშურნენ. მე ტრიბუნაზე ვიჯექი და ხალხის თვალებში ზიზღი დავინახე. რაღაც უნდა მომეფიქრებინა. მოედანზე გასვლა გადავწყვიტე. მწვრთნელთან მივედი და ვუთხარი: ,,დღეს ცალი ფეხითაც უნდა ვითამაშო. თორემ აქ ომი დაიწყება. მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვიან ლონდონში. ეს ჩემი ხალხია. მათი სოცოხლე საფრთხეშია". ფორმა გადავიცვი და მოედნის ირგვლივ სირბილით ხალხს მივესალმე. ირგვლი უამრვაი ჯარისკაცი მეხვია, რომლებიც ჩემს უსაფრთხოებაზე ღელავდნენ, მაგრამ მე არაფერზე ვფიქრობდი. მხოლოდ მაშინ დავინახე ჩემი ერი გაერთიანებული. რადგან ყველა ჩემს სახელს და კოტ–დ'ივუარს სკანდირებდა. დაიწყო თამაში და სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფერომ დაისადგურა. კარიერის მანძილზე ბევრი გოლი გამიტანია და ბევრი გამარჯვებისთვის მიმიღწევია, მაგრამ რომ მკითხოთ ჩემს ყველაზე ლამაზ გამარჯვებაზე, გიპასუხებთ, რომ ასეთი მადაგასკართან მქონდა. 5:0 გავიმარჯვეთ და გოლიც შეაგდე. თვალებზე ცრემლი მომადგა. ვხედავდი, რომ ხალხი ერთი საღამოთი მაინც გაერთიანდა. ეს ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება იყო".




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.