თბილისის დინამოს ახალი გარემარბი

26 წლის გარემარბი ნოდარ ქავთარაძე ქუთაისის ტორპედოდან თბილისის დინამოში გადავიდა. ეს უკვე ოფიციალურად. 

კონტრაქტი წელიწადნახევრიანია: 2020 წლის ბოლომდე.

 

ტორპედოში ფინანსური სიტუაცია არეულია და გუნდი ლამის დაცარიელდა. ყოველ შერმთხვევაში, ლიდერები წავიდნენ.

 

ქავთარაძე რუსეთის მოქალაქეა, 2016 წელს ჩამვიდა ქართულ კლუბში: ჯერ იყო თბილისის ლოკომოტივში, მერე გორის დილაში, წლეულს კი ტორპედოში. ეროვნულ ლიგაში ერთ–ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და დინამოს გააძლიერებს.