ბარსას ვიცე-პრეზიდენტი: ნეიმარს დაბრუნება უნდა

როგორც ევროპულ პრესაში დაიწერა, ბარსელონა ბრაზილიელისგან საჯაროდ ბოდიშის  მოხდას  მოითხოვს

ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტმა, ხორდი კარდონერმა დაადასტურა, რომ ნეიმარს ბარსელონაში დაბრუნება სურს. დიდი ხმაურით წასულ ფეხბურთელს, რომელიც კატალონიელებს 30 მილიონს ედავებოდა, პსჟ-მ იმედები ვერ გაუმართლა და საფრანგეთში თამაშს აღარ აპირებს.

 

„ნეიმარს  ნამდვილად სურს  ბარსელონაში დაბრუნება, მაგრამ კლუბი ამ ტრანსფერზე არ  ფიქრობს..


მისი წასვლის ფორმა ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვავიწყდა.

 

ჭორებია, თითქოს ბრაზილიელი უკვე შევიძინეთ. ჩვენს კლუბში თამაში, არა მხოლოდ ნეიმარს, ბევრ სხვა ფეხბურთელსაც უნდა.

 

ჩემთვის მისი სურვილი მოულოდნელი არ ყოფილა, ფაბრეგასისა და პიკეს შემთხვევებშიც ასე იყო“ - განაცხადა ხორდი კარდონერმა

 

როგორც ევროპულ პრესაში დაიწერა, ბარსელონა ბრაზილიელისგან საჯაროდ ბოდიშის  მოხდას  მოითხოვს.