ჩელსიმ რეალთან შეთანხემებას მიაღწია

კოვაჩიჩი ჩელსის სრულუფლებიანი ფეხბურთელია

The Telegraph- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის ჩელსიმ მადრიდის რეალთან, მატეო კოვაჩიჩის კონტრაქტის გამოსყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. არისტოკრატები ხორვატ ნახევარმცველში 45 მილიონ ევროს გადაიხდიან.

 

25 წლის ფეხბურთელი ჩელსის, 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა რეალიდან, იჯარის წესით.

გასულ სეზონში მატეომ, ყველა ტურნირზე ერთად, 51 შეხვედრა გამართა. მისი მონაგარი საკმაოდ მწირეა, მხოლოდ 2 საგოლე გადაცემა.