ტრავმა გადამწყვეტი აღმოჩნდა - ნიჩბოსნები უმედლოდ დარჩნენ

ზაზა ნადირაძეს საპრიზო ადგილამდე 1 ნაბიჯი დააკლდა

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრები უმედლოდ დარჩა.

მსოფლიო თასის მოქმედმა გამარჯვებულმა ზაზა ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან დისტანციაზე ფინალში მე-4 ადგილი დაიკავა. ბოლო შედეგებიდან გამომდინარე, ზაზა ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ქართველ სპორტსმენის მუცლის სერიოზული ტრავმა აქვს, რამაც საპრიზო ადგილის დაკავებაში ხელი შეუშალა.

ფინალში ასევე გამოდიოდა ქალთა შორის კაიაკით 200 მეტრზე მარიამ ქერდიკაშვილი, თუმცა მან მხოლოდ ერთ მეტოქეს აჯობა და საბოლოოდ მერვე ადგილს დასჯერდა.

კაიაკით 500 მეტრზე ასპარეზობდა ბადრი ყაველაშვილი, რომელიც მართალია საუკეთესო ცხრა სპორტსმენს შორის ვერ მოხვდა, თუმცა დამამშვიდებელი რაუნდი, B ფინალი დამაჯერებლად მოიგო და გამოვსლა მე-10 პოზიციაზე დაასრულა.

საქართველოს დელეგაცია მედლებს დღეს თავისუფალი ჭიდაობიდან უნდა ელოდეს, სადაც 19:00 საათიდან ფინალური ბლოკი დაიწყება და მასში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე გამოვლენ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.