კრივში 2 მედალი გარანტირებულია

ერანოსიანი ნახევარფინალშია

ბელარუსიის დედაქალაქში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, საქართველოს კრივის ნაკრებმა მეორე მედალი გაინაღდა.

სახილ ალახვერდოვის შემდეგ, ნახევარფინალში ჩხუბის უფლება ოთარ ერანოსიანმაც მოიპოვა, რომელმაც 60 კგ-მდე წონითი კატეგორიის 1/4-ფინალში აზერბაიჯენალი ჯავიდ ჩალაბიევი 3:2 დაამარცხა.

შეგახსენებთ კრივში საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა ავტომატურად მინიმუმ ბრინჯაოს მედალს ნიშნავს.

ერანოსიანის მეტოქე ნახევარფინალში რუსეთის სახელით გამომსვლელი გაბილ მამედოვი იქნება. ორთაბრძოლა 28 ივნისს გაიმართება, რაც შეეხება ალახვერდოვს, იგი ნახევარფინალს დღეს იჩხუბებს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.