ლუბა გოლოვინა: ოქრომდე ცოტა დამაკლდა

ქართველმა სპორტსმენმა მინსკში მიმდინარე თამაშები შეაფასა 

მინსკში მეორე ევროპული თამაშები საქართველოს დელეგაციისთვის წარმატებულად მიმდინარეობს. ჩვენებს უკვე 22 მედალი ოფიციალურად მოპოვებული აქვთ, კიდევ 3 განაღდებული. საქართველო ლიდერთა შორისაა და მხოლოდ ისეთ ქვეყნებს ჩამორჩება, როგორიც მასპინძელი ბელარუსი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენლობის მქონე რუსეთია.

 

ქართული მედლების ყულაბას უმეტესად ძიუდოისტები და სამბისტები ავსებენ, თუმცა რამდენჯერმე სხვა სახეობის წარმომადგენლებმაც გაგვახარეს. ერთ-ერთი ასეთი ლუბა გოლოვინაა, რომელმაც ბატუტზე ხტომაში მეორე ადგილი დაიკავა და შესაბამისად ვერცხლის მედალს დაეუფლა.

 

ბატუტზე მხტომელთა ნაკრები ძიუდოისტებთან ერთად 27 ივნისის დილას თბილისში ჩამოფრინდა, სადაც მედალოსნებს ჟურნალისტები გავესაუბრეთ. გოლოვინამ ნაჩვენები შედეგით კმაყოფილება გამოხატა და მთლიანად ქართული დელეგაციის წარმატებულ გამოსვლას ხაზი გაუსვა.

 

„ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ, კარგი შედეგი ვაჩვენე და ოქროს მედლამდეც ძალიან ცოტა დამაკლდა. ჩემი ნომერი კარგად შევასრულე, ვერცხლი მოვიპოვე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

 

წინ მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც ნომებერში გაიმართება და ტოკიოს ოლიმპიადისთვის სალიცენზიო იქნება, დარჩენილ დროში სწორედ ამ ტურნირისთვის მოვემზადები.

 

საქართველოს დელეგაციამ მინსკში მშვენიერი შედეგი აჩვენა და უკვე 22 მედალი მოიპოვა, რითაც ბაქოში ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა. დარჩენილ მონაწილეებს წარმატებას ვუსურვებ“,-თქვა 29 წლის სპორტსმენმა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.