რეალის გულშემატკივრების არჩევანი ვან დერ ბეკია!

მინო რაიოლა ყველანაირად ცდილობს პოგბა იუვენტუსში დააბრუნოს

მართალია, ზინედინ ზიდანს პოლ პოგბას შეძენა ძალიან სურს, თუმცა ფრანგი ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედს წინასასეზონო შეკრებას შემდეგ კვირას შეუერთდება, თანაც მინო რაიოლა ტურინის იუვენტუსთან ძალიან ახლოს არის და ყველანაირად ცდილობს ფეხბურთელი ყოფილ კლუბში დააბრუნოს. 

 

რაც შეეხება აიაქსის ფეხბურთელ დონი ვან დერ ბეკს, მისი დამატების შესაძლებლობა ბევრად რეალურია, თანაც ის უფრო ახალგაზრდაა, ნაკლებად პრობლემური  და ორჯერ იაფიც. მის სავარაუდო ფასად 70 მილიონს ასახელებენ. 

 

ვან დერ ბეკი, პოგბას მსგავსად მნიშვნელოვანი გოლების გატანით გამოირჩევა. ესპანურმა Marca-ამ გამოკითხვა ჩაატარა, რეალის გულშემატკივრებს პოგბასა თუ ვან დერ ბეკს შორის რომელი ურჩევნიათ. გამოკითხვაში მონაწილეობა 169,662-მა ადამიანმა მიიღო, აქედან 67%-მა კი ფრანგს ჰოლანდიელი არჩია.