გაბრიელ ჟესუსი: ალო, დე...

არ აქვს მნიშვნელობა დედა ბრაზილიაშია თუ სტადიონზე - ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან

ბრაზილია რომ საფეხბურთო ტალანტების ქვეყანაა ამაში ახალი არაფერია. პენტაკამპეონებს საფეხბურთო სამყაროსთვის არაერთი ვარსკვლავთბიჭუნა უჩუქებიათ.

 

20 წლის გაბრიელ ჟესუსიც უპირობოდ უნიჭიერეს ფეხბურთელთა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც ევროპაში შარშან პალმეირასიდან გადმობარგდა და მყისვე დაიმკვიდრა ადგილი. ბრაზილიელი ფორვარდი დღეს მანჩესტერ სიტის შეუცვლელი ფიგურაა და შესაბამისად გვარდიოლასთვისაც ძლიერი დასაყრდენი. ჟესუსმა ქალაქელთა ქომაგების გულიც მალევე მოიგო.

 

დღეს, ლიდერსპორტის ტრადიციულ სამშაბათის რუბრიკაში „ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან“ სწორედ გაბრიელ ჟესუსს შეგახვედრებთ:

 

,,ყოველთვის, როცა მაჩესტერ სიტის შემადგენლობაში გოლს ვიტან, დედა მირეკავს. ჩემი დარტყმის შემდეგ, როგორც კი ბურთი ბადეში ეხვევა, ტელეფონზე ზარი შემომდის. არ აქვს მნიშვნელობა დედა ბრაზილიაშია თუ სტადიონზე. ის მაინც რეკავს. ამიტომაც არის, რომ კუთხურის ალმისაკენ გავრბივარ, ხელს ყურთან მივიდებ და ვპასუხობ: ალო, დე.