გიორგი ქიმაძის ახალი გზა

გიორგი ქიმაძე თბილისის დინამოში ითამაშებს. ეს გადაწყვეტილია. 

 27 წლის ქიმაძე ქუთაისის ტორპედოს ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ ქუთაისურ კლუბში ფინანსური არეულობის გამო, ისიც წავიდა გუნდიდან. შეგახსენებთ, გუშინ დინამოელებმა ნოდარ ქავთარაძეს გაუფორმეს კონტრაქტი. ქავთარაძეც ტორპედოში იყო. 

 

ქიმაძე საჩხერის ჩიხურაშიც თამაშობდა და იქაც გამორჩეული იყო. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი ჩაატარა, იორდანიასთან 2017 წელს წაგებულ ამხანაგურში – 0:1. კარიერის უმეტესი ნაწილი მარცხენა მცველად აქვს ნათამაშევი, თუმცა შარშანდელიდან მოყოლებული, ტორპედოში შემტევი ნახევარმცველი უფრო იყო.  

 

დინამო დატოვა უკრაინელმა ნახევარმცველმა დმიტრო ივანისენიამ, რომელიც სამშობლოში, ლუგანსკის ზორიაში გააგრძელებს კარიერას.    




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.