ვიზრდებოდი, თუმცა ის მაინც იქ რჩებოდა

აი, რატომ არ მიფიქრია და არც არასოდეს ვიფიქრებ სახის გადაჭიმვაზე - ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან

სამშაბათი, ლიდერსპორტზე ტრადიციულად რუბრიკის „ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან“ დღეა. ფრენკ რიბერის, ფეხბურთის ქომაგთათვის წარდგენა ალბათ არ ესაჭიროება. თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ფრანგი საფეხბურთო ვარსკვლავი ამჟამად მიუნხენის ბაიერნის ღირსებას იცავს.

 

საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივრები მოახლოებულ მუნდიალზე რიბირიზე ალბათ დიდი იმედებს ამყარებენ, მაგრამ შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს სახეზე იმ ნაიარევის ისტორია ან თუ რას განიცდიდა ბავშობისან ფეხბურთელი ამის გამო. 

დღეს, ფრენკ რიბერი ამაზე თავად გიამბობთ:

 

,,მწუხარებამ მაიძულა ხელმეორედ დავბადებულიყავი, მაგრამ ბავშვობიდან მოყოლებული ნაიარევი სახით ეს ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, ის მაძლევდა ძალას. ვფიქრობ, მან მომცა საშუალება გავმხდარიყავი ფეხბურთელი, როგორიც ახლა ვარ. დიახ, არ ვხუმრობ, როცა ვამბობ, რომ იარა ჩემი მოტივატორი იყო.
ორი წლის ვიყავი, როცა ეს ინციდენტი შემემთხვა და როგორც აღმოჩნდა სამუდამოდ დამრჩა სახეზე კვალი. ვიზრდებოდი, თუმცა ის მაინც იქ რჩებოდა, სახეზე. ხალხის ყურადღების ცენტრში ყოველთვის ვიყავი, ტაძრიდან გამოსვლისას თუ გზაჯვარედინზე გადასვლისას. ისინი ყოველთვის მიყურებდნენ. და ეს არ ხდებოდა იმიტომ, რომ მე კარგი ადამიანი ვიყავი, ანდა ჩემი საფეხბურთო ნიჭით ვიმსახურებდი მათ მზერას. ყველაფერი იარას დამსახურება გახლდათ. თავს მსჯავდებულად, დაჩაგრულად ვგრძნობდი. რასაკვირველია ვტიროდი, მაგრამ კუთხეში არასდროს მივყუჟულვარ.
დიახ, ძალიან ვიტანჯებოდი, თუმცა, ამასთან, ყოველდღიურად ვძლიერდებოდი. 

აი, რატომ არ მიფიქრია და არც არასოდეს ვიფიქრებ სახის გადაჭიმვაზე, რადგან ვგონებ, მის გარეშე ვერც ვისწავლიდი როგორ ვყოფილიყავი ძლიერი და ალბათ ვერც ვერასდფროს გავხდებოდი ჩემპიონი.
იარა ჩემი ნაწილია და ჩემს სათქმელს ამბობს, რომ ბავშვმა, რომელიც ყველაფერ ამას განიცდიდა, ყველაფერს მისი წყალობით მიაღწია”.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.